easyLogistics - როგორ მუშაობს?

თვალთვალი და ონლაინ მარშრუტის ანალიზი არის ჩვენი სისტემის მთავარი ფუნქცია. ეს სისტემა გვაძლევს საშუალებას ჩვენი სატრანსპორტო საშუალებების მიერ არა მარტო ახალი ,არამედ ადრე შესრულებული სამუშაოს შესახებ მივიღოთ ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ სად იმყოფება თქვენი ავტომანქნები, თუ მოძრაობს რა მიმართულებით და სიჩქარით გადაადგილდება. თუ დგას შეგიძლიათ დაადგინოთ , თუ რამდენი ხანია გაჩერებული. თქვენ გექნებათ საშუალება ინტერაქტიულად დააკვირდეთ ტრანსპორტის მარშრუტს.
ანგარიში
„easyLogistics„ თქვენ გაძლევთ ფართო კონტროლის საშუალებას, თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ტიპის ავტომატური ანგარიშები , როგორიცაა
- გაჩერებები
- საწვავის გამოყენება
- საწვავის გამართვა
- გავლილი მარშრუტი
- გავლილი მანძილი
- ჰიდრავლიკის გამოყენება
- ნანახი ადგილების შესახებ
- და სხვა
სისტემა ავტომატურად აკვირდება თქვენი ტრანსპორტის მუშაობას და გაფრთხილებთ :
- სატრანპორტო საშუალებების არასანქცირებული გამოყენების შესახებ
- საწვავის მოპარვის შესახებ
- ტექნიკური პრობლემების შესახებ
- ვადების შესახებ (ლიცენზია, დაზღვევა, საბურევების ცვეთის შესახებ და ასე შემდეგ)
კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად შეიძლება შემუშავებული იქნას ანგარიშების დამტებითი სერვისი.
დაგემვა და მარშრუტის შედგენა
თქვენ ადვილად შეძლებთ დაგეგმოთ და შეადგინოთ თქვენი შესასრულებელი სამუშაოს მარშრუტი. სისტემას შეუძლია წინასწარ გითრათ მანძილისა და მარშრუტის შესრულებისთვის აუცილებელი დრო.
საწვავის კონტროლი
ჩვენს მიერ შემუშავებულია სხვადასხვა დონეზე საწვავის ხარჯვის კონტროლის სისტემა. დაწყებული საწვავის აუზიდან დამთავრებული საბორტო კომპიუტერით დამთავრებული (CAN / FMS Buss). ჩვენ გვაქვს სპეციალურად შემუშავებული რამდენიმე ანგარიში საწვავის გამოყენების შესახებ.
